ამ გამზირზე შს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა

“მე არ ვიცი რა იქნება ხვალ და შეძლებს თუ არა ხელისუფლება რაიმე, ხელსახები პოზიტივის შექმნას, მაგრამ ვიცი რომ დღეს შსს მინისტრი იმ ტრიბუნასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ყოჩაღ მას!”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.
“ამ გამზირეზე შსს მინისტრი სხვაც მახსოვს, მაგრამ სისხლის რეცხვას აკვირდებოდა. გუშინვე ქალაქის მერს იგივე რომ გაეკეთებინა შესაძლოა დღევანდელი დაძაბულობა არც ყოფილიყო.

ასევე მადლობა ყველა იმ პოლიციელს ვინც რუსთაველზე იდგა დღეს და გავეშებულ ბრბოს ძალადობის საშუალება არ მისცა. აქაც ყოჩღ გახარიას! იმედია ხვალ და ზეგაც დავწერ ამგვარ სტატუსს! ხვალიდან კი ბევრი საქმეა საკეთებელი:

1. პარასკევის ამბები გასარკვევი;
2. კიდევ ბევრი მანამდელი პარასკევის;
3. ნარკო პოლიტიკაზე საბოლოო, მყარი პასუხი;
4. ფაშისტური სიმბოლიკით ქალაქში მობოდიალეთა საკითხი და კიდევ ასი ათასი”, – წერს ხიდაშელი.

Comments

comments