თელავში საერთაშორისო ბრენდის ორი სასტუმრო გაიხსნება

თელავის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ბრენდული ორი სასტუმრო გაიხსნება.

როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, “გოლდენ ტიულიპი”, სავარაუდოდ, 2018 წელს, ხოლო “ვილა გოდოლი” 2019 წელს ამოქმედდება.
“გოლფდენ ტიულიპი იქნება იქ, სადაც ადრე სასტუმრო “კახეთი” ფუნქციონირებდა, ხოლო “ვილა გოდოლი” კი სოფელ რუისპირში აშენდება. 2018 წელს დასრულდება ორი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო “რედისონის” და “Holiday Inn”-ის მშენებლობა. ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობის გარდა, მიმდინარეობს “ლოპოტა რიზორთის” საერთო ინფრასტრუქტურის განვითარება. დაგეგმილია საწოლების რაოდენობის გაორმაგება, რადგან ტურისტების რაოდენობა გაზრდილია”, – განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

წყარო

Comments

comments