Euronews: ბათუმი ტურიზმის, ვაჭრობის და აზარტული თამაშების მასშტაბური ცენტრია

ბათუმი ტურიზმის, ვაჭრობის და აზარტული თამაშების მასშტაბური ცენტრია. ქართული თავგადასავლები: ცის საზღვარი ბათუმში – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს კულტურის ბლოკში მოკლემეტრაჟიან ვიდეოს Euronews-ი.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი თავდგადასავლების სერიაში აღმოაჩინეს და მისი ყველაზე პოპულარული კურორტი შავ ზღვაზეა.

Euronews-ის მიერ მომზადებულ მოკლემეტრაჟიან ვიდეოში საუბარია, რომ ქალაქს ისტორიული კავშირები აქვს ანტიკურ საბერძნეთთან და იაზონის და არგონავტების მითთან.

ვიდეოში ტრადიციულ მუსიკასა და ადგილობრივ სამზარეულოსაც აქვს დრო დათმობილი.

Comments

comments