ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რუსული წარმოების პროექტ “კორტეჟის” ახალი ლიმუზინით მივიდა. ავტომობილის დებიუტი ცერემონიის მნიშვნელოვან დეტალად მიიჩნია რუსულმა მედიამ. ავტომობილის დიზაინი ექსპერტებმა Rolls-Royce-ს მიამსგავსეს. მანქანაზე წარწერაცაა Aurus, ეს “კორტეჯის” მიერ წარმოებული ყველა ავტომობილის სახელია. ის ორი სიტყვის შერწყმაა, Aurum (ოქრო) და Russia (რუსეთი). რუსეთის პრეზიდენტის ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე დიდია, მისი სიგრძე 7 მეტრს აღწევს.
ვიდეო►პუტინი ინაუგურაციაზე ახალი, ყველაზე დიდი ლიმუზინით მივიდა
