ტრანს ანატოლიური მილსადენი ექსპლუატაციაში შედის

ტრანს ანატოლიური მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონია 19 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას თურქული მედია Socar-ის წარმომადგენლეზე დაყრდნობით აკეთებს.

TANAP-ის პროექტს საფუძველი 2015 წლის მარტში ჩაეყარა ცერემონიაზე, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად და მისი ქართველი და აზერბაიჯანელი კოლეგები ესწრებოდნენ.

TANAP-ის პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 8,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აქედან, 2,1 მილიარდი სავარაუდოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და EBRD-ის მიერ იქნება გამოყოფილი, ასევე პროექტს დაახლობით 600 მილიონით დააფინანსებს აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი (AIIB).

შეგახსენებთ, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.

Comments

comments