საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს დებატებში იწვევს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებში იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის უფლება არ მიეცა, შესაბამისად, უმრავლესობა სატელევიზიო დებატებისთვის მზად არის.

„როგორი უნდა იყოს ფორმატი, ეს მედიის დასაგეგმი საკითხია. თუ ჩვენს შეთავაზებაზე თანახმაა, მზად ვართ, უმრავლესობის შიგნით ვიმსჯელოთ და ჩვენი წარმომადგენლობა ვუზრუნველყოთ. მისგან პასუხს დაველოდებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

Comments

comments