ლიტველები დღეიდან საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ

დღეიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება იცვლება. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება – ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, – ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.

Comments

comments