ზემო ვეძისში მინი-რაიონი აშენდება

ზემო ვეძისში მინი-რაიონის აშენება იგეგმება. მასშტაბურ პროექტს კომპანია „კრისტალ ბილდინგი“ განახორციელებს.
როგორც კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ დირექტორმა ვანო ლომიძემ განაცხადა, მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის და დედაქალაქის მერიისგან ნებართვის მიღების მოლოდინში არიან.
„გავლილი გვაქვს გეოლოგია, გეოდეზიის სამუშაოები. პროექტი ქალაქის გენგეგმაშია ჩასმული, მაგრამ როგორც იცით, გენგეგმა შეჩერებულია. ჩვენც ამაზე ვართ დამოკიდებული. მას შემდეგ რაც ნებართვა გვექნება, მშენებლობასაც დავიწყებთ. 8 ჰექტარზე კომპლექსს ავაშენებთ, რომელშიც სასტუმრო, საცხოვრებელი სახლები და ბიზნეს ცენტრი განთავსდება. სამშენებლო პროექტით 5 კორპუსია გათვალისწინებული. თითო კორპუსი ექვსსართულიანი იქნება“, – აღნიშნავს
ლომიძე.
მისი ინფორმაციით, უბანი მოსახლეობის მხოლოდ მდიდარ ფენაზე არ იქნება გათვლილი: „გვინდა, რომ ყველა სეგმენტი მოვიცვათ. მხოლოდ მდიდრების უბანი არ იქნება. ყველასთის ხელმისაწვდომი რომ იყოს, ბინების გარკვეულ რაოდენობას ეკონომკლასში გადავიყვანთ“.
ამასთან, ვანო ლომიძის თქმით, მინი-რაიონი ნებართვის აღებიდან და მშენებლობის დაწყებიდან 48 თვეში აშენდება. პროექტში 140 მლიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

წყარო

Comments

comments