ვიდეო►რობერტ კობლიაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, რობერტ კობლიაშვილმა ( 87კგ), ფინალში რუსი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
კობლიაშვილმა პირველივე სეტში წაიყვანა ანგარიში და 5:0 გახადა, თუმცა, რუსებმა გააპროტესტეს ქართველის გდება და ჩელენჯი მოიგეს კიდეც. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსაჯები ქართველი ფალავნების საწინააღმდეგოდ შეცდომებს უშვებენ. სწორედ ამ მიზეზით ზურაბ დათუნაშვილი დღეს გათამაშებას გამოეთიშა.

რობერტ კობლიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს ფლობდა და ამიერიდან, ევროპის ჩემპიონის ტიტული შემატა თავის მონაგარს.

აგრეთვე,ბრინჯაო და მესამე ადგილი მოიპოვა ნუგზარ წურწუმიამ ( 55კგ), რომელმაც ფინალში 6:6-ზე რუსი ვასილი ტოპოევი დაამარცხა.

ჯამში, საქართველოს ნაკრებს 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. მიემატება თუ არა მესამე მედალი საქართველოს, ქაჯაიაზეა დამოკიდებული.

Comments

comments