თბილისში სამარშრუტო ტაქსები შესაძლოა ელექტრო ავტობუსებმა ჩაანაცვლოს

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა შესაძლოა, თბილისში სამარშრუტო ტაქსების ელექტრო ავტობუსებით შევცლა დააფინანსოს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ჰუდაკის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების საკითხის აქტიური განხილვა მიმდინარეობს თბილისის მერ კახა კალაძესთან.

“ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს თბილისის ახალ ხელმძღვანელობასთან, კახა კალაძესთან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში. მაგალითად, გვჯერა, რომ ე.წ მარშრუტკების ჩანაცვლება ელექტრო ავტობუსებით კარგი და ინოვაციური გზაა. ეს სუფთა ტრანსპორტია.”- აღნიშნა ჰუდაკმა.

Comments

comments