ვიდეო►პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სხდომათა დარბაზიდან გასვლის გამო, პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. გიორგი მარგველაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად დარბაზი მოულოდნელად ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის დროს დატოვა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ტექნიკური შესვენების გამოცხადება კონსერვატორების წევრმა გიგა ბუკიამ სთხოვა.

“ჩვენ გვინდა რომ ჩვენს გამოსვლას პრეზიდენტის ისმენდეს. ამიტომ მის დაბრუნებამდე გთხოვთ გამოცხადდეს შესვენება”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

სხდომათა დარბაზში გამოსვლები უკვე გრძელდება. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატებთან დებატებში შესვლის უფლება მოითხოვა. ამ საკითხზე კობახიძესა და მარგველაშვილს შორის უთანხმოება მოჰყვა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სურს პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის საშუალება არ აქვს.

“სხდომას, რომელიც ამ მაძლევს უფლებას შევიდე დეპუტატებთან დისკუსიაში, არ დავესწრები. მიიღეთ გადაწყვეტილება!”, – მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს. საბოლოოდ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

Comments

comments