დღესვე ვიფიქროთ ხელისუფლების გადანაწილებაზე – პრეზიდენტის შეთავაზება “ოცნებას”

ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საარჩევნო კოდექსზე საუბრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, სანამ ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონი უნდა შეცვალოს და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს.
“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ შევიდეთ დრამატული ცვლილებების ეპოქაში. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც მე თქვენ მოგახსენებდით.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ისტორიის მაგალითები და დღეს უნდა მივცეთ ხალხს დემოკრატიული პროცესი და ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე სხვა დონეებზე.
ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის სასწრაფოდ, სანამ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, შევცვალოთ ,,საარჩევნო კანონი“- არა 2024 წელს, არამედ დღესვე. ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის,”-განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments

comments