ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ბორჯომის ტყეში კვლავ ხანძარია. ცეცხლი ხმელ ხეებს და ბალახებს უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით „აიპრესი“ ავრცელებს.

“იწვის კვლავ ხმელი ხეები და ბალახი. მდგომარეობას ართულებს ის რომ ხანძარი ისეთ ადგილასაა. სადაც ტექნიკის მობილიზება ფაქტობრივად შეუძლებელია და ცეცხლს ჩაქრობა მხოლოდ ცოცხალი ძალითაა შესაძლებელი. ამ წუთებში მეხანძრე მაშველების დამატებითი ძალის მობილიზება ხდება”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბორჯომის ტყეში ხანძრი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Comments

comments