რისი გაკეთება იგეგმება მირზაშაფის ქუჩაზე $40 მილიონიანი პროექტის ფარგლებში

ძველ თბილისში მირზაშაფის პროექტის ფარგლებში მშენებლობა, სავრაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციებელ კომპანიაში აცხადებენ, არსებული შენიშვნები გათვალისწინებულია და პროექტის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდა.

მათივე განცხადებით, თბილისის მერიისაგან ძირითადი სამშენებლო ნებართვები მიღებულია. მირზაშაფის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლებები, სასტუმროსა და სხვადასხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობა იგეგმება. პროექტის ღირებულება დახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენს.

Capital partners of Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ მირზაშაფის პროექტის ფარგლებში გაკეთდება მეტი ტურისტული ადგილები, რამდენიმე რესტორანი, ბარი და სკაი ბარი.

„მოცულობა თითქმის 40%-ით შემცირდა, რაც იყო დამტკიცებული. შენობა გაიყო შუაში, ასევე გაკეთდა პიაცა, უფრო მეტი ტურისტული ადგილები, რამდენიმე რესტორანი, ბარი, სკაი ბარი, ნახევარი პროექტი არის საცხოვრებელი, ხოლო ნახევარი სასტუმრო. 1200 კაცი იქნება საერთო ჯამში დასაქმებული და მშენებლობის ხანგრძლივობა იქნება დაწყებიდან 2 წლიდან დან 2 წელ ნახევრამდე“, – აცხადებს Capital partners of Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე.

Comments

comments