ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა, ნაკრებმა კი კანადიდან 7 მედალი წამოიღო

კანადის ქალაქ მონრეალში გამართული მსოფლიო თასი, საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა 7 მედლითა და გუნდური ვერცხლით დაასრულა, ირმა ხეცურიანმა კი, ხმლით ფარიკაობაში ოქრო დაისაკუთრა.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრებაში 3 ვერცხლის მედალი აიღო, ინდივიდუალურში -1 ვერცხლი და 1 ოქრო, ხოლო რაპირით ფარიკაობაში – 2 ბრინჯაოს მედალი.

რაპირით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ , რაპირით ფარიკაობაში, ფინალში უნგრეთთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ინდივიდუალურად კი ქართველმა ქალმა პარამოფარიკავეებმა 5 მედალი – 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოაგროვეს. გვანცა ზადიშვილი კი რაპირით ფარიკაობაში, რვა საუკეთესო სპორტსმენს შორის განითესა.

Comments

comments