საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის

საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უეს მიტჩელი ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩამოვა და ნატო-საქართველოს ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება, ასევ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უეს მიტჩელი შეხვედრებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერასაც გამოხატავს.

Comments

comments