პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მსოფლიო თასი მოიპოვა

საქართველოს უსინათლოთა ნაკრების სპორტსმენი, ზვიად გოგოჭური, პარაძიუდოში მსოფლიო თასის (IBSA JUDO WORLD CUP) მფლობელი გახდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა პარალიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური
თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა და მასში საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა – გიორგი გამჯაშვილმა(66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს.

სპორტსმენები საქართველოში დღეს 23:00 საათზე დაბრუნდებიან.

Comments

comments