საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაიპეი ანგარიშით 11:2 დაამარცხა, მე-3 დივიზიონის გამარჯვებული გახდა და გაისად მე-2 დივიზიონის ბ ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ბოლო დაპირისპირებაში ტაიპეი 11:2 გაანადურა და მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში სამხრეთ აფრიკასთან წააგეს, დანარჩენი შეხვედრები კი მოიგეს და მეორე დივიზიონში გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ქართველები რანგით უფრო მაღალ დონეზე იასპარეზებენ.

Comments

comments