ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში

“საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში” – ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, როუზ-როსის 97-ე სემინარი იმართება.

საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ეწვია.

სემინარის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

3 დღის განმავლობაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რეფორმის დღის წესრიგს განიხილავენ. იმსჯელებენ ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებზე, პერსპექტივებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

Comments

comments