ბილ გეიტსი საქართველოთი დაინტერესდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს შეხვდა. ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი მამუკა ბახტაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, შემდეგ კი ვიწრო წრეში ვახშამზე მიიპატიჟა. დღეისთვის უცნობია რა მოცულობის ინვესტიციას დააბანდებს 79 მილიარდზე მეტი ქონების მფლობელი ბილ გეიტსი საქართელოში, თუმცა არსებული ინფორმაციით ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი პროექტების დაწყება იყო ბილ გეიტსისა და საქართელოს ფინანსთა მინისტრის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა.

აქვე შეგახსენებთ რომ 2018 წლი ს12 აპრილს, ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელების იდეას კომპანია Microsoft-მა მხარი დაუჭირა.პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია “Microsoft“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებისა და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.

Comments

comments