რამდენიმე დღეში თბილისში ელექტოავტობუსი გამოჩნდება

რამოდენიმე დღეში ეს ელექტროავტობუსი თბილისში იქნება.

დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ 61 ნომერ მარშრუტზე, სამი კვირის განმავლობაში თავად გატესტონ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე E-Bus.

ელექტროავტობუსი კომპანია “ფრეგობასის” საცდელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის.

“ეს არის სადემონსტრაციო 12 მეტრიანი ავტობუსი, 35 ადგილი + მძღოლი, 100% ელექტრო, მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში, იმედია მსგავსი სიკეთეები არ მოაკლდება ამ ქალაქს და მალე ჯანსაღად შევძლებთ სუნთქვას”, – განაცხადა მურმან პატარაიამ “ფორტუნასთან”.

ელექტროავტობუსი თბილისში იმ პროგრამის ფარგლებში ჩამოდის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხორციელდება.

“გადავწყვიტეთ, სანამ ამწყობი ქარხანა აშენდება, სადემონსტრაციოდ ჩამოვიყვანოთ ეს ავტობუსი, რადგან ყველამ ნახოს რამდენად კარგი, სასარგებლო და ეკონომიურია ის”, – აღნიშნა პატარაიამ

Comments

comments