ევროკავშირში ექსპორტი 31.4 % ით, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში 48 % ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მილიონი. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 740.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მილიონ. აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 554.8 მილიონია, რაც 18.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 209.4 მილიონი იყო (31.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მილიონი დოლარი (26.4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 პროცენტია. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-მარტში 976.9 მილიონი დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 30.0 პროცენტით მეტი).

Comments

comments