დიდ დიღომში ახალი უნივერსალური მინი ქალაქი აშენდება

პროექტი რომლის ფარგლებში 40 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე კომერციული და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება, ომეგა ჯგუფს ეკუთვნის
პროექტი რომლის ფარგლებში 40 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე კომერციული და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება, ომეგა ჯგუფს ეკუთვნის. ახალ ქალაქში 5000 ოჯახი იცხოვრებს. გარემო კი მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე და ბიზნეს ინტერესებზე მორგებული. უნიკალური პროექტის ავტორი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა. მშენებლობა 400-ი მილიონი ლარის ბრიტანულ-ქართული ინვესტიციით განხორციელდება. პროექტი ამ ეტაპზე მერიაშია გაგზავნილი, ინიციატორები მშენებლობის ნებართვას ელოდებიან. ომეგა ჰოუმი ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც პროექტის განხორციელების ეტაპზე, ასევე მისი ამოქმედების შემდეგ.

Comments

comments