ქართველმა სამბისტებმა ევროპა დაიპყრეს – 18 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის სამბოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

ქართველებმა ევროპირველობა ბრწყინვალედ ჩაატარეს და ჯამში 18 მედალი მოიპოვეს.

ქართველმა სამბისტებმა 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი დაუსაკუთრეს.

ახალგაზრდებმა ჯამში 10 მედალით გაგვახარეს. 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ასეთია ქართველი ახალგაზრდების მონაგარი.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონის ოქრო მედალი: გაგა ბახტიძემ (68 კგ), საბა გრიგალაშვილმა (62 კგ) და ზვიად თევდორაშვილმა (74 კგ) აიღეს.

ვერცხლის მედლის მფლობელები: ელისო სისაური (68 კგ), თინათინ რევაზიშვილი (60 კგ) და ერეკლე ოძელაშვილი (70 კგ) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლის მოპოვება კი ნიკა სიდამონიძემ (90 კგ), მარიამ ცერცვაძემ, გოგა ვარდოსანიძემ (57 კგ) და სოგრატ სვანიძე (+100 კგ) მოახერხეს.

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ყულაბა 8 მედლით შეივსო. 3 ქართველი ევროპის ჩემპიონი გახდა. 3 ვიცეჩემპიონი, ხოლო ორი ქართველი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ჭაბუკებში ოქროს მედლები: ნიკა კოჩალიძემ (52 კგ) ), ალექსანდრე ხუბულური (81 კგ) და გოჩა ღვაჩლიანი (87 კგ) დაისაკუთრეს.

ვერცხლის მედლის მოპოვება ავთო მუკბანიანმა (60 კგ), გიორგი ჭუმბურიძემ (52 კგ) და ლაშა მათიაშვილი (85 კგ) შეძლეს.

ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი მეხრიშვილი (48 კგ) და ელიზბარ თურქია (56 კგ) დაეუფლნენ.

ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე, როგორც ახალგაზრდებში, ისე ჭაბუკებში რუსეთის შემდეგ გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს.

2018 წლის სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და ჭაბუჯებს შორის წელს თბილისში ოქტომბრის თვეში ჩატარდება.

შეხვედრები ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

Comments

comments