თბილისის მეტროში ‘შტადლერის’ მატარებლების შემოყვანაზე ვმუშაობთ

თბილისის მერია გეგმავს, რომ მეტროს ახალი მატარებელი და ახალი ვაგონები შეიძინოს.

“ვმუშაობთ შვეიცარიულ კომპანია “შტადლერთან”, ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არამხოლოდ ვაგონების შესყიდვა, არამედ მათი აწყობა-წარმოება საქართველოში დავიწყოთ. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აღნიშნული კალაძემ დღეს, 4 აპრილს თბილისის საკრებულოში მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

Comments

comments