ვიდეო►პოლონურმა არხმა აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

„აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე“ ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა „TVP 3” აჭარის შესახებ გადაიღო.

ფილმში გადმოცემული აჭარის ისტორია, ხელოვნება და კულტურა. ასევე, კარგად ჩანს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და ადამიანები, რომლებიც საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობენ.

ფილმის გადაღებები გასული წლის ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ვროცლავისკულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა.

Comments

comments