საქართველოს, მარტში 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ეს ციფრი შარშანდელ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 67 472-ით მეტია.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2018 წლის მარტის საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი სახელმწიფოებიდან – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან შემოვიდა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კვლავ იზრდება, წინა წლის მარტთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა – გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია +47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%.
2018 წლის 3 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს 15.5%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

Comments

comments