ვიდეო►გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და, ამ საკითხზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.
გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღების გამო დაადანაშაულა.
“კარგია თუ ვაშაძე გვეტყვის, როგორ მოახერხა იუსტიციის სამინისტრომ ანტიკონსტიტუციური კანონის გაშვება”- მიმართა ვაშაძეს გაჩეჩილაძემ, საპასუხოდ ვაშაძემ აღნიშნა, რომ „კანონებს პარლამენტი იღებს“.
ვაშაძემ გაჩეჩილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Comments

comments