ქვეყნის დეოკუპაცია, ნომერ პირველი ამოცანაა ხელისუფლებისთვის

ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა იმ პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარტია ”ქართული ოცნების” რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საგარეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთის მხრივ, სტაბილურობით და მეორეს მხრივ, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკით მოხდეს ქვეყის გაერთიანება.
“ჩვენი საგრეო და შიდა პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ერთი მხრივ, სტაბილურობით და მეორე მხრივ, თანიმდევრული საგარეო პოლიტიკით მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს და ჩვენ მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების განვითარების დონეს. ამისთთვის ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარების კიდევ არაერთი წელი და რა თქმა უნდა, ჩვენ თანმიმდევრულად, თქვენთან ერთად, ამ ამოცანას შევასრულებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

Comments

comments