Google Maps-ს ქართული ენა დაემატა

კომპანია Google-ი საკუთარი რუკების სერვისის, Google Maps-ის განახლების შესახებ იუწყება.

სერვისს 39 ახალი ენის, მათ შორის ქართულის მხარდაჭერა დაემატა. საერთო ჯამში, სიახლე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ 1,25 მილიარდ ადამიანს შეეხება.

ახალი ენების მხარდაჭერა ემატება Google Maps-ის მობილურ და დესკტოპ ვერსიებს iOS, Android, Mac, and Windows OS პლატფორმებზე.

Google-ის მიერ გავრცელებულ სადემონსტრაციო ფოტოზე ასახულია Google Maps-ის ინტერფეისი სომხურ ენაზე.

ახალ ენებს შორისაა: აფრიკაანსი, ალბანური, ამჰარული, აზერბაიჯანული, სომხური, ბოსნიური, ბირმული, ხორვატული, ჩეხური, დანიური, ესტონური, ფილიპინური, ფინური, ქართული, ებრაული, ისლანდიური, ინდონეზიური, ყაზახური, ქხმერული, ყირგიზული, ლაოსური, ლატვიური, ლიტვური, მაკედონური, მალაიური, მონღოლური, ნორვეგიული, სპარსული, რუმინული, სერბული, სლოვაკური, სლოვენიური, სუაჰილი, შვედური, თურქული, უკრაინული, უზბეკური, ვიეტნამური, ზულუ.

შეგიძლიათ გადმოწეროთ Google Maps-ის აპლიკაცია Android-სა და iOS-ზე ან ისარგებლოთ დესკტოპ-ვერსიით.

Google Maps-ი 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დროთა განმავლობაში, დაემატა სხვა ენებიც.

ყოველდღიურად, მთელ მსოფლიოში სერვისს მილიონობით ადამიანი იყენებს.

Comments

comments