შუახევსა და ხულოში ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

შუახევსა და ხულოში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები მოეწყობა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, ლოკაციები უკვე შერჩეულია.

საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შუახევში ნენიის ხიდთან მოეწყობა, ხულოში კი მწვანე ტბაზე. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადებულია.

Comments

comments