ჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გამთენიას მოხდა – გვირაბგამყვანს, 45 წლის მამაკაცს ლოდები დაეცა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments

comments