გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდს

როგორც მოგეხსენებათ მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა, მისი წასვლით ნაკრებს დიდი ძალა, რომ დააკლდა ახალი ამბავი სულაც არ არის.

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა მილტონ ჰეიგმა, რომელმაც გააჩინა იმედი, რომ შესაძლოა მამუკა ნაკრებში დაბრუნდეს.

“გორგოძე გერმანიასთან თამაშის შემდეგ ვნახე, ტრავმის თაობაზე ვკითხე და მითხრა მალე გამოვჯამრთელდებიო. მე ვუპასუხე კარგია მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში იქნებითქო , არაფერი მიპასუხა მხოლოდ გაიღიმა” – აცხადებს მილტონ ჰეიგი.

ამ კომენტარის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მილტონ ჰეიგს კვლავ აქვს იმედი გორგოძის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ კუთხით შეეცდება თუ არა ფედერაცია დაარწმუნოს მორაგმე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ითამაშოს ჯერ უცნობია.

Comments

comments