საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მოაწერა.
ბელარუსის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიასთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრებენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო – ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.

Comments

comments