ბათუმის საზღვაო პორტში თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იწყება

ბათუმის საზღვაო პორტში თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იწყება. კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას დღეს გააფორმებენ. ასევე, წარმოდგენილი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე ბათუმის ნავსადგურის გავლით.

კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ გეგმავს თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით. ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი – ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანსა და
საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად.

„ვონდერნეტ ექსპრესი“ბათუმის საზღვაო პორტში ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

Comments

comments