საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის ფინანსირების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა Le Monde წერს, რომ 20 მარტს სარკოზი სასამართლო მოსმენაზე მივიდა, სადაც ის პოლიციამ დააკავა. სასამართლოზე ლიბიის ხელისუფლების მხრიდან სარკოზის საარჩევნო კამპანიის უკანონო ფინანსირების საკითხი განიხილებოდა.

ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.

Comments

comments