“იმედში” შეჭრის გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო

“ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ სასამართლოში. ის სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე დაკითხეს:

“ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ მარტო სპეცრაზმი არ იყო გამოყენებული. ძალიან მწვავე რეაქცია მქონდა. არ იყვნენ ჩაცმულები სპეცრაზმელებივით – იყვნენ ნიღბებით, მაგრამ ჯინსებში. მქონდა ინფორმაცია, რომ ეს იყო შემადგენლობა, რომელიც ემორჩილებოდა რურუას. საუბარი გვქონდა – სააკაშვილმა არც დამალა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება”.

Comments

comments