რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტები დაიწყო

რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტები დაიწყო.
ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე დავით კეკელიძესთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ამირან ჯანჯღავასა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მე-8 მიკრორაიონში #15 საჯარო სკოლის, 21-ე მიკრორაიონში კი #32 საბავშვო ბაღის მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო.
ქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე წელს დაგგემილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას #15 საჯარო სკოლისა და #32 საბავშვო ბაგა-ბაღის პედაგოგებიც დაესწრნენ.
#15 საჯარო სკოლისა და #32საბავშვო ბაღის მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი პლიუსი“ ასრულებს.

რუსთავის მერი 2018 წელს შესასრულებელი სამუშაოების პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა იმ უბანში გამართავს, სადაც წლის განმავლობაში ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2018 წელს, რუსთავში 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

Comments

comments