რუსთავის ,,ფოლადის’’ სტადიონი უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა.
ამ ეტაპზე გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს და სტადიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია.
,,ფოლადის’’ სტადიონი დღეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერეს.
მას შემდეგ, რაც სტადიონი ქალაქის საკუთრებაში გადავა, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დაიწყება.
სტადიონზე მოეწყობა ბუნებრივი საფარი რაც საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს’’ საშინაო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება ტრიბუნები, გარემონტდება გასახდელები და კეთილმოეწყობა სტადიონის გარე პერიმეტრი.