ვიდეო►რა გაუკეთა “შახტარის” ფეხბურთელმა ბურთის მომტან ბიჭს,რის გამოც მატჩი დროებით შეწყდა

13 მარტს “რომამ” საკუთარ მოედანზე “შახტარს” უმასპინძლა, სადაც მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის “რომას” ეს მინიმალური ანგარიშიც ეყო, რადგან გასვლით მატჩში მათ “შახტართან” 1:2 ითამაშეს.

შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში, “შახტარის” ფეხბურთელმა ბურთის მომტან ბიჭს ხელი ჰკრა, რამაც არამარტო გულშემატკივრების, არამედ ფეხბურთელების გაღიზიანებაც გამოიწვია. მატჩის შემდგომ, ფეხბურთელის ეს ქმედება მკაცრად გააკრიტიკეს მედია საშუალებებმა და უეფას დისციპლინალურ კომიტეტს რეაგირებისკენ მოუწოდეს.

Comments

comments