კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე:ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა

“გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო პოლიტიკისგან დისტანცირება, ის, ბუნებრივია, თავად არ განიხილავს ამ პოსტზე [იგულისხმება საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურა] თუმცა, მე შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი, ჩვენი საარჩევნო საარჩევნო ამოცანებიდან,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ იქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით, მმართველ გუნდს კონსულტაციები კანდიდატურის შესარჩევად არ დაუწყია, თუმცა, პირადად ის ქალ კანდიდატს მიესალმება.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2023 წელს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით წელს ბოლოჯერ აირჩევენ.

Comments

comments