იანვარ-თებერვალში ექსპორტი 25.5%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 13.3%-ით

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 16.3 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 446.4 მლნ აშშ დოლარი იყო (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ აშშ დოლარი (13.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა.

Comments

comments