“სითი პარკთან“ პირგასამტეხლოს გადახდა არ დაეკისრება თბილისის მერიას, რადგან ვმოქმედებთ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
“სითი პარკმა“ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა, საპარკინგე ნიშნების მოწყობა. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა. რსაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეები არის მოუწესრიგებელი. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ჩვენ არანაირი ზიანის ანაზღაურება არ დაგვეკისრება. იმაზე მეტი ვადები მივეცით ვიდრე ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ უშედეგოდ გავიდა. აქედან გამომდინარე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.“. – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ