ვიდეო►თბილისის ქუჩებზე მოძრაობის მიმართულება იცვლება

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება.
კერძოდ, მერიის ცნობით, იონა ვაკელის ქუჩა ვაჯა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირამდე გაცალხმრივდა. ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
გაცალმხრივდა ოთარ ჭილაძის ქუჩა, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე. ამასთან, აპრილიდან იცვლება იოსებიძე-ქუთათელის მონაკვეთზე მოძრაობაც. კერძოდ, იოსებიძის ქუჩაზე ქუთათელის ქუჩიდან კალანდაძის ქუჩამდე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება და ტრანსპორტი ქუთათელის ქუჩაზე შარტავასა და ჟვანიას ქუჩებიდან შევა.

Comments

comments