საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის შესახებ CNN-მა სტატია მოამზადა, რომელსაც დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა საბჭოური შენობის ფოტო დაურთო.
CNN-ი შემორჩენილ ძეგლებს “წარსულის მაღალ ტიტანებს” უწოდებს და წერს, რომ თანამედროვე საქართველოს დამოკიდებულება საბჭოეთისგან მემკვიდრეობით მიღებულ არქიტექტურაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა.
“თბილისში ტურისტებს შეუძლიათ ესტუმრონ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს, რომელიც 70-წლიანი მმართველობის მსხვერპლებს ეძღვნება, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით კი, გორში მათ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერება შეუძლიათ” – წერს CNN-ი.
გამოცემა იმ საბჭოთა მონუმენტების შესახებაც წერს, რომლებიც მდებარეობენ ჭიათურაში, გუდაურში, ასევე დედაქალაქის სხვადასხვა უბანში.