საქართველოში გოფრირებული მილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფონიჭალაში ახალი საწარმო ”პოლიმერ 1” გახსნა. გოფრირებული მილების მწარმოებელი ქარხანა სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარია.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მილიონ ლარზე მეტია. საწარმოში ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული და წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შპს ”პოლიმერ 1” წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.

კომპანია 1985 წლიდან სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის პოლიეთილენის მილებს აწარმოებს. ქარხანა ახალი პროდუტის – გოფრირებული მილების წარმოებას წელს პირველად დაიწყებს. საწარმოს მიზანი მომხმარებლისთვის ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო პროდუქციის წარმოებაა.

Comments

comments