2 ოქრო,5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო-საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევის ტურნირზე 11 მედალი აიღო

კიევის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ჯამში 11 მედალი მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირი თავიდან ბოლომდე არაორგანიზებული იყო. პირდაპირ რეპორტაჟები გამუდმებით ხარვეზებით აჩვენებდა, არ მუშაობდა ონლაინ ტაბლო, მიეკრძოებული მსაჯობა კი აშკარად თვალში საცემი იყო, რის გამოც რამდენიმე ქართველი სპროტსმენი დაიჩაგრა, ნაწილს კი მსაჯებიანად მოუხდა მეტოქეზე გამკლავება.
ტურნირის დასკვნით დღეს, ოქროს მედლისთვის უნდა ეჭიდავა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, ბექა ლომთაძეს(61კგ), რომელმაც ფინალში გამსვლელი შეხვედრა მტკივანი ფეხით მოიგო, თუმცა ასპარეზობა ვერ მოახერხა. შესაბამისად, ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ოქროსთვის იბრძოდა გენო პეტრიაშვილიც(125კგ), თუმცა ის უკრაინელ მეტოქესთან 5:0 დამარცხდა. შეხვედრისას იყო მცირე კონფლიქტიც, რომელიც მალევე ამოიწურა.
92 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის ქართული ფინალი შედგა, დავით მარსაგიშვილსა და ირაკლი მწითურს შორის, რომელიც მწითურის გამარჯვებით დასრულდა.
ბრინჯაოს მოგება შეეძლო ზურაბ იაკობიშვილსაც, თუმცა მან თავისი შეხვედრა წააგო და კიევის ტურნირს მედლის გარეშე დაემშვიდობა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა კიევის ტურნირი, მაგრამ ჯამში 3 ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.
კიევის ტურნირზე საქართველოს ნაკრების შედეგები ასეთია:
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
თეიმურაზ ვანიშვილი(57კგ) – ვერცხლი
ბექა ლომთაძე (61კგ) – ვერცხლი
გენო პეტრიაშვილი ( 125კგ) – ვერცხლი
ლადო ხინჩეგაშვილი (65კგ) – ბრინჯაო
ირაკლი მწითური ( 92კგ) – ბრინჯაო
გიორგი მეშვილდიშვილი (125 კგ) – ბრინჯაო
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
შმაგი ბოლქვაძე (72კგ) – ოქრო
ლევან ქავჟარაძე (67კგ) – ოქრო
ზურაბ დათუნაშვილი (82კგ) – ვერცხლი
ნუგზარ წურწუმია (55კგ) – ვერცხლი
იაკობ ქაჯაია (130კგ) – ბრინჯაო

Comments

comments