ქობულეთში ცენტრალური სტადიონის “ჩელე არენა” განახლება დაიწყო

ქობულეთში ცენტრალური სტადიონის “ჩელე არენა” განახლება დაიწყო. ხელოვნურ ხალიჩას ბუნებრივი საფარი ჩაანაცვლებს. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და ძველი საფარი უკვე აიღეს.

ბუნებრივი საფარის დაგებას 2 თვე დასჭირდება, ზაფხულში კი ქობულეთის “შუქურა” “ჩელე არენას” დაუბრუნდება – მანამდე გუნდი, ლაჩნხუთის სტადიონზე იასპარეზებს.

”შუქურას” დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, ”ჩელე-არენას” განახლებას არც ისე მცირე თანხა სჭირდება. ამის გამო, სტადიონის სრული რეაბილიტაცია სამ ეტაპად გაგრძელდება. პროექტი ქობულეთის თვითმართველობამ და აჭარის მთავრობამ მოიწონა: მეორე და მესამე ეტაპებზე ტრიბუნების მოწესრიგება და გადახურვა, ასევე განათების სისტემის დამონტაჟება იგეგმება.

საბოლოოდ, ”ჩელე-არენა” 4-ათასიანი, გადახურული სტადიონი იქნება, სადაც ოფიციალური შეხვედრების განათებაზე ჩატარება იქნება შესაძლებელი.

Comments

comments