ფოთში PUMA-ს და NIKE-ის პროდუქცია შეიკერება

ფოთში “აჭარა ტექსტილის” ახალი სამკერვალო ფაბრიკა იხსნება, რომელშიც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
ფაბრიკაში ცნობილი ბრენდების : “პუმას”, “ნაიკის”, “ნიუ ბალანსისა“ და “ანდერარმერის” ბრენდების სპორტული სამოსი შეიკერება, კერძოდ საფეხბურთო მაისურები და შორტები, წელიწადში ფაბრიკა 10 მილიონ ცალ აღნიშნულ პროდუქტს დაამზადებს. პირველ ეტაპზე 1500 ადამიანი დასაქმდება, ფაბრიკის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, დასაქმებულების რიცხვი 3000 მდე გაიზრდება”.
“აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ის უკვე ფლობს ორ საწარმოს ბათუმსა და ფოთში, ფოთის სამკერვალო ფაბრიკა მისი მესამე საწარმო იქნება.

Comments

comments