თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი,სავარაუდოდ,ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა

თბილისში, №56 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანს ანემია ჰქონდა, რასაც ჩუტყვავილას გართულება დაერთო. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვა ამან გამოიწვია.

ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მათი სამსახური ამ შემთხვევის შესწავლაზე მუშაობს:

„ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე.“-განაცხადა პაატა იმნაძემ.

Comments

comments